пятница, 28 марта 2014 г.

დღე 4

ინფორმაციულად დატვირთული დღე იყო. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმებს და მოვიფიქრეთ როგორ გამოვიყენებთ ამ მათოდებს ჩვენს თემაში, განვსაზრვრეთ შეფასების პერიოდულობა,  გავეცანით ფაილის ინტეგრირებასა და ჰიპერბმულების გაკეთებას, ვნახეთ ნიმუშები.

დღე 3

დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, განვსაზღვრეთ კონკრეტული სასწავლო მიზნები სტანდარტებსა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი, განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები და შევქმენით შეფასების რუბრიკები. გავითვალისწინეთ ესგ-ის სტანდარტები და ინდიკატორები, გავეცანით სასწავლო მიზნების ნიმუშებს, ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის კულტურაზე, თანმიმდევრობით ვავსებთ ჩვენს პროექტებს. 

დღე 2

გავიმეორეთ პირველი გაკვეთილის მასალა. გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, რათა ჩამოვაყალიბოთ მიზნები და საკვანძო შეკითხვები, ვისწავლეთ ბლოგების შექმნა, პროექტის ბუკლეტის მომზადება, გავეცანით პუბლიკაციის მომზადების პრინციპებს და თავად შევქმენით პროექტის ბუკლეტი, გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს, განვიხილეთ პუბლიკაციის დაგეგმვა.

დღე 1

გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას,ინტელის ძირითად კურსს და მიზნებს, გავეცანით 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვისწავლეთ ელექტრონული საქაღალდის სექმნა, პორტფოლიოს შექმნა,  განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, გავეცანით ტრენერის გვერდს და დასრულებულ პროექტებს მასწავლებლის გვერდზე. განვიხილეთ პროექტზე მუშაობის პირობები და დავსახეთ იდეა პროექტის შესადგენად.