დავასრულეთ რვა დღიანი სამუშაოები, გავასუფთავეთ ჩვენი საქაღალდეები ზედმეტი ინფორმაციისაგან, მოვიყვანეთ სისტემაში მთელი ნამუშევარი. შევაჯამეთ ყოველივე ნასწავლი და გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრებები თუ რაოდენ დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ინტელის სახელმძღვანელოს შესწავლას და გამოყენებას ჩვენი პროფესიის პრაქტიკულ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო აღნიშნულ ტრენინგზე.
ინტელის სასწავლო კურსი
суббота, 5 апреля 2014 г.
დღე 8
დღე იყო პრაქტიკული შინაარსის, ვიმუშავეთ online ტესტების შექმნაზე, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის შეცვლა, ახალი გვერდების დამატება, ბლოგის მმართველ პანელში გადასვლა, ფაილის ჩაშენება, საიტების ბმულის გაკეთება.
დღე 7
გავეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები 21 საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან. გავეცანით შეფასების რუბრიკების მოძებნასა და შენახვას, ვიმუშავეთ gogle დოკუმენტში გაზიარებულ ფაილებს.
დღე 6
ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენს თემაში ინტერნეტი, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბკიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები, პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით შევაფასეთ შექმნილი სასწავლო ნიმუშები და განვაახლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის მომდევნო მოდულის ,,დაფიქრედი,გაუზიარე,, აქტივობისთვის. გავაკეთეთ slide-show
დღე 5
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე, დროში გაწერილი დროის ჩარჩოზე, ჩამოვწერეთ მეთოდები და ინსტუმენტები, ფურცლებზე შევქმენით პრეზენტაციის მაკეტი.
пятница, 28 марта 2014 г.
დღე 4
ინფორმაციულად დატვირთული დღე იყო. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმებს და მოვიფიქრეთ როგორ გამოვიყენებთ ამ მათოდებს ჩვენს თემაში, განვსაზრვრეთ შეფასების პერიოდულობა, გავეცანით ფაილის ინტეგრირებასა და ჰიპერბმულების გაკეთებას, ვნახეთ ნიმუშები.
დღე 3
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, განვსაზღვრეთ კონკრეტული სასწავლო მიზნები სტანდარტებსა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებით. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი, განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები და შევქმენით შეფასების რუბრიკები. გავითვალისწინეთ ესგ-ის სტანდარტები და ინდიკატორები, გავეცანით სასწავლო მიზნების ნიმუშებს, ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმის კულტურაზე, თანმიმდევრობით ვავსებთ ჩვენს პროექტებს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)